თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

31 მაისს თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ონლაინ კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე  ამირან გამყრელიძემ თამბაქოს მოხმარების გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას და თამბაქოს მომხმარებლები უფრო მოწყვლადი ხდებიან, უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები, მათ შორის ასეთი შემთხვევები, ზოგ შემთხვევაში ფატალურად სრულდება.