თსუ-ს 100 წლის იუბილე

პირველი ქართული უნივერსიტეტი 100 წლისაა.

საიუბილეო თარიღი პომპეზურად აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პარლამენტი, სამების საკათედრო ტაძარი, ოპერისა და ბალეტის თეატრი: იუნესკოს ეგიდით საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტის 160-კაციანი დელეგაცია სტუმრობს.

ამიერკავკასიის პირველი უმაღლესი სასწავლებლის ისტორია 1918 წლის 8 თებერვალს ერთი ფაკულტეტით და 384 სტუდენტით იწყება. 100-წლისთავზე კი უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე 22 000-მდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლებელს უკვე 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

თსუ აქტიურად თანამშრომლობს 50 ქვეყნის 180-მდე უმაღლეს სასწავლებელთან, ჩართულია საერთაშორისო და გაცვლით პროგრამებშიც.