თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ულოცავს. მისი განცხადებით, სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.