თსუ-ს სტუდენტები საქართველოს პირველ არხზე

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. ისინი ადგილზე გაეცნენ არხის მუშაობის სპეციფიკას. დაათვალიერეს ჟურნალისტების სამუშაო გარემო და მოინახულეს ის სტუდიები, საიდანაც ეთერში თოქშოუები და საინფორმაციო გადაცემები გადის.