საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. ისინი ადგილზე გაეცნენ არხის მუშაობის სპეციფიკას. დაათვალიერეს ჟურნალისტების სამუშაო გარემო და მოინახულეს ის სტუდიები, საიდანაც ეთერში თოქშოუები და საინფორმაციო გადაცემები გადის.