სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

18:44, 31.10.2024

გალერეა „უნივერსში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე სტუდენტების მიერ შესრულებული 60-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. ნამუშევრები სხვადასხვა სტილითა და ტექნიკითაა შესრულებული და ერთი თემის ქვეშ ერთიანდება „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი