ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ექიმების მოთხოვნა

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ექიმები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათი განცხადებით, კლინიკა ერთი წლის წინ სარემონტო სამუშაოების მიზეზით დაიკეტა და ორთოპედიის ცენტრის ექიმებს მუშაობა არ განუახლებიათ. მათივე განმარტებით, დაახლოებით რვა თვეა კუთვნილი ხელფასებს ელოდებიან უშედეგოდ. კლინიკის წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.