ტრანზიტული ფრენები თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს.

ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით რეგულარულად ორი რეისი განხორციელდება, მგზავრებს კი მაქსიმალური კომფორტისთვის, ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა არ მოუწევთ.

მგზავრებს ბოინგის ტიპის ხომალდი მოემსახურება.

რუსეთის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან პირდაპირი ავიაფრენები ქვეყნებს შორის ექვსმა რუსულმა და ორმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერეს.