ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა 30 წლის მოქალაქე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც არასრულწლოვან გოგონას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზა.
გამოძიებამ პირის ბრალეულობა დაადგინა. პოლიციამ ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.