ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 30 წლის მოქალაქე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს კასპში თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც არასრულწლოვან გოგონას დაეჯახა, რომელიც  ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზა.

გამოძიებამ პირის ბრალეულობა დაადგინა. პოლიციამ ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.