აღდგომის ღამეს მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით, დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან მეტროსადგურები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსებით გადაადგილება უფასო იქნება.