ავარია გორი-ქარელის ავტომაგისტრალზე

გორი-ქარელის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, თბილისისკენ მოძრავი მანქანა ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა. ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა. კლინიკაში გადაიყვანეს ავტომობილის მძღოლი, რომლიც უკვე დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.