კიდევ ერთი ტრაგედია სამშენებლო ობიექტზე. ბათუმში სიმაღლიდან 23 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერდა. მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა. არსებული ინფორმაცით, მეოთხე-მეხუთე სართულის სიმაღლეზე, ამწე კალათის დამჭერის ბაგირი გაწყდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ იქვე კიდევ ერთი მუშაც იმყოფებოდა, თუმცა მან შენობაში შესვლა მოასწრო.