თბილისის კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმში მსოფლიოს 20 ქვეყნის 52 მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის 35 – უცხოეთიდან. სიმპოზიუმი უცხოური, ქართული სტუდენტური და ბავშვთა ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნება შვეიცარიელი ეთნო მუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმი „ტრადიციის მიღმა“ და ბრიტანელ-გერმანელი რეჟისორის დან შატის ფილმი „დალი და მონადირე“. ღონისძიებები 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.