საერთაშორისო სიმპოზიუმი უნივერსიტეტში

15:40, 28.05.2022

თანამედროვე მსოფლიოში ბიბლიის კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „ბიბლია სიტყვებსა და სახეებში“.

სიმპოზიუმში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ბიბლიის თემატიკაზე მომუშავე უცხოელი მკვლევრები მონაწილეობენ, რომლებიც განიხილავენ, თუ რა გავლენა მოახდინა ბიბლიის თარგმანმა სხვადასხვა ერის განვითარებაზე. სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ებრაელი მხატვრის ლიკა ტოვის ილუსტრაციების გამოფენა „ბიბლიური სახეები ბიბლიის თანამედროვე ილუსტრატორის თვალით“.

მსგავსი