კონსერვატორიას ათი როიალი გადაეცა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას კულტურის სამინისტროსგან კიდევ 10 როიალი გადაეცა. მათგან რვა კონსერვატორიის საკლასო ოთახებში, ერთი – კამერულ დარბაზში, ერთი კი საოპერო სტუდიაში განთავსდება. სამინისტრო 50-წლიანი წყვეტის შემდეგ, სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობს. კომპანია STEINWAY & SONS-თან თანამშრომლობა კულტურის სამინისტრომ 2021 წელს დაიწყო და დღეს როიალების უკვე მეხუთე პარტია მიიღო. ჯამში მისაწოდებელი 78 როიალიდან, 47 როიალი უკვე მიღებულია. 2022 წლიდან დღემდე მიღებული ყველა როიალი უკვე აუდიტორიებშია, სადაც ისინი კომპანიის პროფესიონალმა ინჟინრებმა ააწყვეს, გამართეს და შეამოწმეს.