საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია - საქართველო“

ბელგიაში კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ მიმდინარეობს. ბრიუსელში, წმინდა იოანეს სახელობის ტაძარში ანსამბლ „ბასიანის“, გორის ქალთა კამერული გუნდისა და საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის გაერთიანებული კონცერტი გაიმართა. საღამოს, კულტურის მინისტრი დაესწრო. შესრულდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები – ხალხური სიმღერები და საგალობლები, ასევე თანამედროვე საგუნდო მუსიკალური ნაწარმოებები. ანსამბლების გაერთიანებული კონცერტი 28 ოქტომბერს, ჰააგაში გაიმართება.