საერთაშორისო სიმპოზიუმი უნივერსიტეტში

მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს.
წელს, ახალგაზრდა მეცნიერთა ყოველწლიურ საერთაშორისო სიმპოზიუმზე მთავარ მომხსენებლად წარმოდგენილი არიან ოქსფორდის უნივერსიტეტის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, ედინბურგისა და აარუსის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, თსუ მუზეუმმა მოაწყო გამოფენა „არქეოლოგია და უნივერსიტეტი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და მემორიალური ნივთები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში არქეოლოგიის განვითარების საქმეში.