პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დღეს ტრადიციული ალილოც გაიმართა. დედაქალაქში მომლოცველებმა მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყეს და სამების საკათედრო ტაძრამდე მივიდნენ. მოქალაქეებმა და ხელისუფლების წევრებმა კი მათ ტკბილეული და სხვადასხვა ნივთები შეწირეს. ნობათი, რომელიც მოგვიანებით მზრუნველობამოკლებულებს დაურიგდებათ.