ნულიდან ხუთ წლამდე ასაკის 300-მდე ბავშვიდან ორმოც პროცენტს სისხლში ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა. წელიწადნახევრის წინ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევის შესახებ დღემდე საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, თავის დროზე კვლევის საგანგაშო შედეგი იმ მიზეზით არ გაასარაჯოეს, რომ მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ის პრობლემის მთლიან სურათს ვერ ასახავდა. პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ ტყვიით ორგანიზმის ინტოქსიკაციის შემთხვევაში, სახელმწიფოს პაციენტის მკურნალობის არც შესაძლებლობა გააჩნია და არც მასთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა აქვს.
სოფო ზედელაშვილი არკვევდა, როგორ აპირებს შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო ბავშვების დაცვას, რადგან ტყვია ყველაზე ადვილად სწორედ მცირეწლოვნების ორგანიზმში ხვდება.