საქართველოს პირველი არხის პროექტს, „მრავალფეროვანი საქართველო“, ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა.
ტოლერანტობის ქომაგები სახალხო დამცველის აპარატმა დააჯილდოვა. ცერემონია ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვმილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ის პირები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები დააჯილდოვეს, რომლებმაც ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს. საბჭოებმა ქომაგები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინეს: მედია საშუალება ან პროექტი, პიროვნება, საჯარო მოხელე და ორგანიზაცია .