საკანონმდებლო ცვლილებები - შეფასებები

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და მედიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, – „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“. დისკუსიის მონაწილეებმა მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზე, ასევე უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებსა და მისი დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეგახსენებთ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება კომუნიკაციის კომისიის უფლებამოსილება, სწორედ მას დაეკისრება სიძულვილის ენისა და უხამსობის შემცველ მედიაპროდუქტზე რეაგირების ვალდებულება. ამ დრომდე მსგავსი ფაქტები მედიასაშუალებების შიდა ეთიკის სტანდარტებით რეგულირდებოდა და სადავო საკითხებს ეთიკის ქარტია განიხილავდა.

აქტუალური შაბათი