საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტს მასპინძლობს

საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტს მასპინძლობს. კომიტეტი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმების ხელმძღვანელებს აერთიანებს. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე შეხვდნენ. კომიტეტის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმის მუშაობას გაეცნენ, შეხვდნენ ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მოსაზრებები ახალი ამბების მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. 22-23 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების რიგით 18-ე ასამბლეას მასპინძლობს, ახალი ამბების კომიტეტის ვიზიტი სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა.