ტიციან ტაბიძის უკანასკნელ მისამართზე მემორიალური ნიშანი განთავსდა.
პროექტი „უკანასკნელი მისამართი საქართველო“ საზოგადოებრივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ოკუპაციის წლებში პოლიტიკური რეპრესიებისა და სახელმწიფოს თვითნებობის მსხვერპლი მოქალაქეების ხსოვნის უკვდავყოფას. მემორიალური ნიშნები თავსდება იმ სახლების ფასადებზე, სადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, სიცოცხლეში ჰქონდათ უკანასკნელი მისამართი. პროექტის პრინციპია „ერთი სახელი, ერთი სიცოცხლე, ერთი ნიშანი“. მას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახორციელებს.
„ცისფერყანწელი“ ტიციან ტაბიძე 1937 წლის 16 დეკემბერს დახვრიტეს.