ესეების კონკურსი - „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“

იუნკერების ხსოვნასა და საბჭოთა ოკუპაციის დღეს ეძღვნება ესეების კონკურსი – „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“. კონკურსს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.

ესეების კონკურსთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელმაც დემოკრატიის მნიშვნელობასა და ილია ჭავჭავაძის როლზე ისაუბრა. კონკურსის მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციაა.