ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტში. არტანს, ახალსოფელსა და სიონს შორის დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზები დაზიანებულია.
ადიდებულმა მდინარემ ნაპირსამაგრი ჯებირი გაარღვია, დაიტბორა გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მოვარდნილმა წყალმა სოფელ ჟებოტის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა. ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდა 350-მდე აბონენტს.
შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.