სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან თიანეთის მუნიციპალიტეტში. პარალელურად, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, იწმინდება სოფლის შიდა გზები. სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური და შესაბამისი სამსახურები, ასევე მძიმე ტექნიკა. გასულ დღეებში მოსულმა ძლიერმა ნალექმა, მუნიციპალიტეტში პრობლემები ათამდე სოფელში შექმნა.