დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

უამინდობა საქართველოს რეგიონებში. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მესამე დღეა დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, სატელეფონო ინტერნეტანძები, მაღალი ძაბვის ანძები. აბონენტების უმეტესობას გუშინვე აღუდგა ელექტრომომარაგება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არ მიეწოდება ელექტროენერგია ქალაქ წალენჯიხასა და სოფლების მცირე ნაწილს. „ენერგოპროჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დამატებით ჩამოსულ ბრიგადებთან ერთად აგრძელებს აღდგენით სამუშაოებს, რათა აბონენტებს დღის ბოლომდე აღუდგეთ ელექტრომომარაგება. ხარვეზებით მუშაობს ინტერნეტი, ასევე პრობლემურია სატელეფონო კავშირიც. ცენტრალურ გზაზე დაყრილია ტექნიკური მარილი, გზებზე გადაადგილების პრობლემა არ არის.