თიანეთის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, მერიამ გაითვალისწინა მათი შენიშვნები, მათ შორის არის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სახსრების გამოყოფა, ბაღების კვებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია და ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა.
ქეთი ქაშაკაშვილი თემის დეტალებით.