ხმაური ფოთის ბაზარში. თევზით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, სარეალიზაციოდ გამოყოფილი ფართი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუნგრიეს, ახლა კი ბაზრის მეპატრონე მათ მაღაზიებზე მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ.
ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მოვაჭრეებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და მათთვის გაუგებარია აღნიშნული პროტესტი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.