თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დაკარგულ ტურისტებს მაშველებმა, სავარაუდოდ უკვე მიაგნეს, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ არ ვრცელდება. ლიეტუვის სამი მოქალაქე, რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. დახმარებისთვის სამაშველო სამსახურს ერთ-ერთის მეუღლემ დღეს მიმართა. მისი ცნობით, მთამსვლელებთან ბოლო კონტაქტი 6 დღის წინ იყო. სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის მაშველებთან ერთად, ჩართულია ვერტმფრენიც.