თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს მარნეულის საკარანტინე ზონაში. მერიის ინფორმაციით, ექიმებმა გუშინ მუნიციპალიტეტში პირველი დაინფირებული ქალის კონტაქტები უკვე მეორედ შეამოწმეს და მათ კორონავირუსისთვის მახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ.
თერმოსკრინინგის პარალელურად, მარნეულში გრძელდება პროდუქტების დარიგება, როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ისე ბაგა-ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის. ლიკა ალელიშვილი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ჩაკეტილი მარნეულიდან.