მანქანების ტექნიკური დათვალიერების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება.
საუბარია იმ ავტომობილებზე, რომელთა მფლობელებს ინსპექტირების ცენტრებში დარღვევებს ზედიზედ ორჯერ დაუფიქსირებენ. ასეთი ავტომობილების მფლობელები ვალდებული იქნებიან, რომ 30 დღის ნაცვლად მომდევნო შემოწმება ყოველ ათ დღეში ერთხელ გაიარონ. ანუ, თუ მანამდე მძღოლები თვეში ერთხელ თანხას ერთჯერადად იხდიდნენ, ახლა ხარჯებს გაუსამმაგდებათ. სწორედ ტექნიკური დათვალიერებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისთვის გვერდის ავლის პრევენციაა ახალი რეგულაციის ამოქმედების მიზეზი.