ტექდათვალიერების ვადების დარღვევისთვის ჯარიმები მკაცრდება

21:44, 07.04.2023

ტექნიკური დათვალიერების პირობები კიდევ უფრო გამკაცრდება.

თუ მოქალაქეები სავალდებულო პროცედურას თავს აარიდებენ, გაზრდილ ჯარიმებს გადაიხდიან. თუ მანამდე მძღოლებს ერთჯერედად 50-ლარიანი ჯარიმა ეკისრებოდათ, ახლა დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ყოველთვე გაზრდილი ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. საკანონმდებლო ცვლილების მიზანი ტექნიკურად ავტომობილების დროულად გამართვის უზრუნველყოფაა. სტატისტიკის მიხედვით, ტექნიკური ინსპექტირებისთვის თავის არიდების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რაც ავარიების მაჩვენებელზე და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.

მსგავსი