გალერეა „ცალკე სივრცეში“ მხატვარ თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე, სახელწოდებით „სხეულის მეტაფორა“, ხელოვანის მიერ ბოლო წლებში, ფემინურ თემატიკაზე შესრულებული ათეულობით ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი.
გამოფენა გალერეა „ცალკე სივრცეში“ 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.