ამ დროისათვის სტაბილურია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, პაციენტის სიმტომატიკა მკვეთრად არ შეცვლილა. ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე – ის ძირითადი ჩივილებია, რაც ამ წუთისათვის თენგის ცერცვაძის მკურნალობის პროცესში იკვეთება. ინექციური საავადმყოფოს დირექტორს, დამატებითი კვლევები უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და ამ შედეგების მიხედვით განისაზღვრება დაენიშნება თუ არა მას დამატებითი მკურნალობა.