თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დროისათვის სტაბილურია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, პაციენტის სიმტომატიკა მკვეთრად არ შეცვლილა. ტემპერატურა და ზოგადი სისუსტე – ის ძირითადი ჩივილებია, რაც ამ წუთისათვის თენგის ცერცვაძის მკურნალობის პროცესში იკვეთება. ინექციური საავადმყოფოს დირექტორს, დამატებითი კვლევები უახლოეს დღეებში ჩაუტარდება და ამ შედეგების მიხედვით განისაზღვრება დაენიშნება თუ არა მას დამატებითი მკურნალობა.

დატოვე კომენტარი