ვნებათაღელვის მიზეზი ხდება შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ძალოვანი უწყებების ნატურალური თაფლით მოსამარაგებლად მიმდინარეობს.
ქართველი მეწარმეების უკმაყოფილება ტენდერში იმ კომპანიის მონაწილეობას მოჰყვა, რომელიც თავდაცვის და შს სამინისტროებს რუსული თაფლით მომარაგებას სთავაზობდა. შეთავაზებული დაბალი ფასის გამო მას გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა. თუმცა პროდუქციის ნიმუშის შემოწმების შემდეგ კომპანია ტენდერს გამოეთიშა. ამის მიუხედავად, ქართველი მეფუტკრეები მომავალში სატენდერო პირობების გადახედვას და ქართული პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭებას ითხოვენ.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რამდენად დაცულია მსგავსი ტენდერების დროს ქართველი მეწარმეების ინტერესები.