ანა დოლიძის ბრიფინგი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ხელისუფლებას კორუფციული სქემების შემუშავებაში სდებს ბრალს. ანა დოლიძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში, როდესაც გადაწყდა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილიყო და სხვაობა სახელმწიფოს დაეფინანსებინა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულებები დადო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებისა და ხორბლის იმპორტის მიმართულებით და აღსანიშნავია, რომ ორი კომპანიის მესაკუთრე „ქართული ოცნების“ შემომწირველი აღმოჩნდა.

ანა დოლიძის განმარტებით, კომპანიებმა, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ მმართველ პარტიასთან, ტენდერის გარეშე მიიღეს სახელმწიფო სუბსიდიები. მისივე თქმით, ასეთივე სქემა შემუშავდა ხორბლის იმპორტიორ კომპანიასთან მიმართებითაც.