ახალი ინვესტიცია შავ ზღვაზე

საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას ავსტრიული კომპანია იწყებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ო-ემ-ვეს“ მხრიდან საქართველოში შემოსვლის ინტერესი, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო სანდო და გამჭვირვალეა.

ნათია თურნავას თქმით, სწორედ ავსტრიულმა კომპანიამ, შავი ზღვის შელფზე, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულება კი ოფიციალურად უახლოეს მომავალში გაფორმდება.