„ექსპო ჯორჯიაში“ ცნობილი ქართველი მხატვრის, თემურ ნინუას ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. მის სახელს უკავშირდება ასობით სპექტაკლის გაფორმება საქართველოში, სლოვაკეთსა და პოლონეთში.
თემურ ნინუა ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომელიც პრაღის საერთაშორისო სცენოგრაფიის კვადრიენალეზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ასევე, არის არაერთი პრემიის ლაურეატი წლის საუკეთესო მხატვრობის ნომინაციაში.