სერგო ქობულაძის გამოფენა

ცნობილი ქართველი მხატვრის და ფერმწერის შემოქმედება გალერეა „ვერეში“ გამოიფინება.

20 წლის იუბილეს საგამოფენო სივრცე სერგო ქობულაძის ექსპოზიციით აღნიშნავს. დამთვალიერებელი მხატვრის ოჯახში და პირად კოლექციებში დაცულ უნიკალურ ნამუშევრებს ნახავს.

მათ შორის წარმოდგენილი იქნება ესკიზები, ჩანახატები, ეტიუდები და დასრულებული გრაფიკები, ასევე   მინიატურებიც, რომლის ნახვის საშუალებაც დამთვალიერებელს პირველად მიეცემა.

ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.