ლიკა შხვაცაბაიას პერსონალური გამოფენა

ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი საკუთარ შემოქმედებას სამშობლოში წარმოადგენს.

ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრებს „იარტ-გალერეის“ სივრცე მასპინძლობს. ექსპოზიციისთვის სხვადასხვა ჟანრსა და სტილში შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი.

ქართველ დამთვალიერებლებთან შესახვედრად ხელოვანი განსაკუთრებულად ემზადებოდა და ექსპოზიციისთვის 35 ფერწერული ნამუშევარი შეარჩია. გამოფენა სახელწოდებით „ერთი ამბის დღიური“ „იარტ-გალერეაში“ დღეს გაიხსნა და 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.