თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფომ გერმანიის კლინიკას სპეცოპერაციისას დაჭრილის მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გადაურიცხა
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის ინფორმაციით, გერმანიის ერთ-ერთმა კლინიკამ პაციენტის მკურნალობაზე 4 დღის წინ თანხმობა განაცხადა.
ცირა ჯავახიშვილის ინფორმაციით, კლინიკის შემდგომი უარი თანხის გადაუხდელობას უკავშირდება. ადვოკატი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ თანხმობის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფომ გერმანიის კლინიკას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გადაურიცხა.