ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება
ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის პრაქტიკულად უცვლელია. რამე განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოვლენილა, ისევ მართვით სუნთქვაზეა. მკურნალობა არსებული გეგმის მიხედვით რჩება. ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია საზღვარგარეთის კლინიკებისგან პაციენტის მიღებაზე უართან დაკავშირებით. მშობლებისგან ვიცი, რომ ავსტრიის კლინიკამ განაცხადა უარი მაჩალიკაშვილის მიღებაზე და მიზეზად ადგილების არქონა დაასახელეს”,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაჭრილის ოჯახიც აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლინიკებთან.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი და სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ოთხი პირი სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდნენ ტერორიზმში ბრალდებულ პირებს.

 

ავტორი: ვაკო ორმოცაძე