გადაიყვანენ თუ არა სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში

გადაიყვანენ თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში, ამის შესახებ მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.  ავსტრიის და თურქეთის კლინიკებს პაციენტის მიღებაზე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ გამოუგზავნიათ. ოჯახი თანახმაა, 19 წლის ახალგაზრდის გადაყვანა და მკურნალობა ავსტრიის საავადმყოფოში გაგრძელდეს.

ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. თემირლან მაჩალიკაშვილი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. სპეცოპერაციისას დაჭრილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ გასროლის შემდეგ, ადგილზე მყოფ სპეცრაზმელებს შორის შელაპარაკება მოხდა.