მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

წმინდა მიქაელ მთავარნგელოზის სახელობის კლინიკის ექიმის განცხადებით, გერმანიის ერთერთმა კლინიკამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა. მიზეზად საავადმყოფოს გადატვირთულობა დასახელდა. ექიმის თქმით, პაციენტის ოჯახი დაჭრილის გადასაყვანად უცხოეთში დამოუკიდებლად ეძებს კლინიკას, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტრო. მედიკოსები პასუხს კიდევ რამდენიმე უცხო ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებიდან ელოდებიან, მათ შორის თურქეთიდან. მაჩალიკაშვილის მკურნალი ექიმი არ გამორიცხავს, რომ გერმანულმა კლინიკამ პაციენტის მიღებაზე უარი შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თქვა, თუმცა კონკრეტულად რომელ საავადმყოფოზეა საუბარი არ აკონკრეტებდა.