თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე ავსტრიისა და თურქეთის კლინიკებიდან პასუხებს ელოდებიან
თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე ავსტრიისა და თურქეთის კლინიკებიდან პასუხებს ელოდებიან

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე ავსტრიისა და თურქეთის კლინიკებიდან პასუხებს ელოდებიან.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ავსტრიისა და სტამბოლის კლინიკების მენეჯერებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პასუხს შეატყობინებენ.

კლინიკის ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასული ღამის განმავლობაში არ გაუარესებულა და ის კვლავ სტაბილურად მძიმედ არის.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი და სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ოთხი პირი სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდნენ ტერორიზმში ბრალდებულ პირებს.