მაია ნიკოლეიშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში შენარჩუნებულია სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის შესაძლებლობა
მაია ნიკოლეიშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში შენარჩუნებულია სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის შესაძლებლობა

სოფელ დუისში, მაჩალიკაშვილების საცხოვრებელი სახლი დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა უკვე დატოვა.

,,თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელში შენარჩუნებულია სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის შესაძლებლობა. ასევე არის სისხლის გარკვეული კვალი, რაც მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საბოლო შედეგისთვის”,-  განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილს სახეცვლილება არ აქვს.

როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, თემირლან მაჩალიკაშვილს ამ შემთხვევაში არც ბრალდებულის და არც დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს და ამიტომ დამატებით დეტალებზე საუბარი არსწორად მიაჩნია.

დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში ოჯახის თხოვნით ჩაერთო.