მაჩალიკაშვილების ოჯახი პროკურატურას სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას სთხოვს

12:07, 08.01.2018

მაჩალიკაშვილების ოჯახი დღეს  პროკურატურას მიმართავს და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს.

ოჯახის ადვოკატის თქმით, ოჯახი კლინიკიდან პაციენტის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ცნობას ელოდებოდა, მათ  ცნობა უკვე გადაეცათ და პროკურატურაში შეტანილ მოთხოვნას ამ დოკუმენტს დაურთავენ.

მაჩალიკაშვილები 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მომხდარი ფაქტის დეტალურ გამოძიებას ითხოვენ.

მსგავსი